29 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
ყაჩაღობა ჰოსპიტალში - შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა კლინიკიდან  4 000-მდე ლარი წაიღეს, რაც პაციენტების მიერ ტესტებისთვის გადახდილი თანხა იყო

თვითმხილველი, რომელიც კოვიდ "თბილისის ზღვის ჰოსპიტალის" ექიმია, "კურიერთან" მომხდარ ყაჩაღობას დეტალურად იხსენებს. როგორც მისი მონაყოლით ირკვევა, მას შემდეგ რაც ორმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, უმისამართო სროლას მიმღებ ბლოკში თვითონ და კიდევ მინიმუმ ორი ადამიანი გადაურჩა. მათ შორის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

სროლისა და მიმღებ ბლოკში შეღწევის შემდეგ თავდამსხმელებმა კლინიკიდან დაახლოებით 4 000-მდე ლარი წაიღეს, რაც პაციენტების მიერ კოვიდ ტესტის ჩატარებისთვის გადახდილი საფასური იყო. ზარალის მიუხედავად თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ საბედნიეროდ სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაახლოებით დილის 06:00 საათზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ კლინიკის მიმღებმა განყოფილებამ მუშაობა მალევე აღადგინა.

ყაჩაღობის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ უკვე გამოკითხა თვითმხილველები. ასევე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და სხვა ნივთმტკიცებები. გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები