29 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
"ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა მყავს, მჭირდება მე ეს მანქანა, ძალიან ბევრს დავდივარ" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ მას ძვირადღირებული მანქანა გადაადგილებისთვის სჭირდება, ისევე, როგორც ხარისხიანი ტელეფონი - საკუთარი საქმიანობისთვის. ამის შესახებ მიტროპოლიტმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"ჩემი ეპარქია იწყება 1700 მეტრიდან და უფრო მაღლა, მე მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, "ლენდკრუიზერი 105", რომელიც კიდე უფრო ავაწევინე და მე რომ ეს მანქანა არ მყავდეს, ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ, მჭირდება მე ეს მანქანა და იცით როგორი გაცვეთილია უკვე? იმიტომ რომ ძალიან ბევრს დავდივარ.

ეს ტელეფონიც ["აიფონი"] ზუსტად ასეთი მჭირდება მე, რომ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ, ინსტრუმენტია ჩემთვის," - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მანამდე კი მღვდელმთავარმა განმარტა, რომ ტელეფონი მას წირვების გადასაღებად და "იუთუბზე" ასატვირთად სჭირდება, რათა მედიის წარმომადგენლებს მისი ქადაგების ინტერპრეტაციის საშუალება არ ჰქონდეთ.

დღის ამბები