30 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დისკუსიაში მონაწილეობა შევწყვიტოთ - გია ჟორჟოლიანი

პოლიტიკური გაერთიანება "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის" თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დისკუსიაში მონაწილეობას შეწყვიტენ და აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადავლენ. ჟორჟოლიანის თქმით, "ოცნებამ" ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება დროულად უნდა მოახდინოს, თუნდაც ფართო კონსენსუსის არარსებობის პირობებში:

"ოცნებამ" უნდა მოახდინოს ინიცირება 9 მარტამდე, დამოუკიდებლად იმისა, მიღწეული იქნება თუ არა შეთანხმება, ფართო კონსენსუსის არარსებობის პირობებშიც კი, ის ინიციატივა 110/40-ზე, მთავრობის ფორმირების 40%-იანი ბარიერი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ჩვენ, "სოციალ-დემოკრატები" ვაპირებთ შევწყვიტოთ დისკუსიაში მონაწილეობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და გადავიდეთ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კვლავ უცნობია, როდის გაიმართება საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. უმრავლესობის წინადადება პროპორციულისა და მაჟორიტარული მანდატების 110/40-ზე შეფარდება და მთავრობის ჩამოყალიბებაზე პარტიებისთვის 40%-იანი ბარიერის დაწესებაა. რაც შეეხება ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტები 130/20 ზე შეფარდებას და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

დღის ამბები