30 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
სპეცრაზმი თავისუფლების მოედანს და რუსთაველის გამზირს ამ წუთებში მომიტინგეებისგან ათავისუფლებს

საპოლიციო ძალებმა თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლება დაიწყეს. საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო რუსთაველიდან და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს.

პარალელურად, სამართალდამცველები აქციის მონაწილეების ნაწილს აკავებენ, ნაწილს კი იმ ტერიტორიიდან განარიდებენ, სადაც დემონტრანტებს ბოლო რამდენიმე საათი ბარიკადები ჰქონდათ აღმართული.

რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ამ დრომდე რჩებიან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, რომლებიც აქციაზე მყოფებს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევდნენ.

მთელი ღამის განმავლობაში, სამართალდამცველებმა პარლამენტის ტერიტორიის მიმდებარე ქუჩების მომიტინგეებისგან გასათავისუფლებლად წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს. 

საბოლოოდ, დემონსტრანტების მცირე ნაწილი გვიანი ღამიდან ამ დრომდე ძირითადად თავისუფლების მოედნისა და სასტუმრო მარიოტის მიმდებარედ იყვნენ მობილიზებული, სადაც ბარიკადები აღმართეს სხვადასხვა საგნებისგან.

 

დღის ამბები