საქართველოს პარლამენტთან კვლავ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. რუსთაველის გამზირზე ორი საათის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი და მოქალაქეები მივიდნენ, ცოტა ხნის წინ კი დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს.
პროტესტის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინა შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.
ამასთან, ადგილზე ცეცხლი გაუჩნდა სავარაუდოდ ელექტროგამანაწილებელს, თუმცა როგორ გაჩნდა, უცნობია.
თბილისის ცენტრში მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.
ავტორი: ნანა გოგატაძე