რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია კვლავ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა შეკრება პარლამენტთან 2 საათის წინ დაიწყეს. ცოტა ხნის წინ კი, დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს.
პროტესტის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინა შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ. რაც შეეხება ვითარებას, ამ დროისთვის, რაიმეს სახის დაძაბულობას ადგილი არ აქვს. პერიმეტრს აკონტროლებენ სამართალდამცველები.
თავისუფლების მოედანზე კი კვლავ მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე