აქციაზე დაშავებული "ტვ პირველის" ჟურნალისტის მარიამ გაფრინდაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ვტოვებთ კლინიკაში მეთვალყურეობისთვის", - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა შუბლის არეში ჭრილობა, რომელიც დამუშავდა და გაიკერა.
"ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, თავის ტვინის დაზიანება არ გამოვლინდა. არ აქვს ძვლოვანი სტრუქტურების დაზიანება. ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ვტოვებთ კლინიკაში მეთვალყურეობისთვის. მარჯვენა შუბლის არეში აქვს ჭრილობა, რომელიც დამუშავდა და გაიკერა. მას აქვს ანტეროგრადული ამნეზია. იყო აქციაზე და აქციიდან მოიყვანეს, მხოლოდ ეს ვიცი," - განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, კერძოდ ჩიტაძის ქუჩაზე, "ტვ პირველის" ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა.