30 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
კორონავირუსთან დაკავშირებით რისკის შესამცირებლად ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის  მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში საფრთხის რისკი მომატებულია, თუმცა საფრთხის აღმოსაფხვრელად ყველა უწყება მუშაობს.

"საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს," - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დამატებითი რეგულაციები უკვე შემოღებულია, რაც ამ ეტაპისთვისთვის საჭირო იყო.

"თუ საჭირო გახდება, კიდევ უფრო გამკაცრდეს სასაზღვრო ზოლის დაცვა, რა თქმა უნდა, ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ არ ვართ მომხრე, სრულიად ავკრძალოთ საქართველოში შემოსვლა, ვინაიდან საკმარისი რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ პრევენციული კონტროლი გვქონდეს და შემოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაბამისი დახმარება ესაჭიროებათ, მოვათავსოთ ისინი სტაციონარში ან კარანტინში გვყავდეს იზოლირებული," - აღნიშნა ტიკარაძემ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო იტალიასთან მიმართებით, ამ ეტაპზე, დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება.

"ამ ეტაპისთვის იტალიასთან მიმართებით დამატებით რეგულაციებს არ ვგეგმავთ. ჩვენი სალჩო და ელჩი ამ მიმართულებით მუშაობენ," - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

დღის ამბები