30 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
მიხეილ კალანდიას საქმეზე მოსამართლემ განაჩენი შესაძლოა დღეს გამოაცხადოს

არ არის გამორიცხული მიხეილ კალანდიას საქმეზე დღეს მოსამართლემ უკვე განაჩენი გამოაცხადოს, თუმცა მანამდე სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარსდგება. მოსამართლეს ასევე მიხეილ კალანდიაც მიმართავს. ბრალდებული საჯაროდ პირველად მოჰყვება ხორავას ქუჩაზე მომხდარის დეტალებს, რადგან აქამდე ის პროცესზე ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებდა.

ადვოკატი და კალანდიას ოჯახის წევრები გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დავის გაგრძელებას სტრასბურგამდეც კი აპირებენ.

უფლებადამცველი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამართლე პოლიტიკური შეკვეთებისგან თავისუფალია, ის აუცილებლად გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

"დღეს გავახმოვანებ დაცვის პოზიციას აღნიშნულ საქმეზე, რომელშიც არის სრული ანალიზი იმისა, თუ რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე, როგორ განვითარდა შემდეგი მოვლენები, ვის რა წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ეს საქმე აქამდე მოსულიყო და ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ კალანდიას დანაშაულებრივ ქმედება შერაცხული ბრალის მიმართ არაფრით არ დასტურდება, ფაქტობრივად მაქვს პროექტი გამამართლებელი განაჩენისა და იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე თავისუფალი იქნება პოლიტიკური შეკვეთებისგან, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს," - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

დღის ამბები