30 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია

ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია - ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მედია ავრცელებს. სააგენტო "რეს" -ის ინფორმაციით, ცხინვალში უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც სასურსათო მაღაზიები ცარიელდება. მასალაში აღნიშნულია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ დარჩენილ პროდუქტებზე ახლო მომავალში ფასი გაიზარდოს. რეგიონში შექმნილ ვითარებასა და აფთიაქებისთვის ქართულწარწერიანი მედიკამენტების ჩამორთმევის ფაქტების შესახებ ქართული მხარე დიდი ხანია საუბრობს.

დღის ამბები