საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გერმანელი და ფრანგი პარტნიორების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას არ აპირებენ, მათგან მიღებული წერილი კი მხარდამჭერი და კონსტრუქციულია.
"წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია.
ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აჰყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს," - განუცხადეს "რუსთავი 2-ს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.
"ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა დღეს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გამოაქვეყნონ წერილი, რომელიც საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მიიღეს.