აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია ლიდერობს. მმართველმა პარტიამ "ახალმა აზერბაიჯანმა" 125 მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 69 მანდატი მოიპოვა.
ამ ეტაპზე ხმების 87%-ია დათვლილი. ილჰამ ალიევს და მის პარტიას არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა თურქეთის პრეზიდენტმა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 47%-ზე მეტმა მიიღო.
ქვეყნის ისტორიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა.