საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია.
შოთაძემ 12-დან 11 ხმა მიიღო. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატს საპროკურორო საბჭო განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.
საპროკურორო საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე, შოთაძე დასახელებული 4 კანდიდატს შორის შეარჩიეს.
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ, მმართველი გუნდი ღიად აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძეს მათი მხარდაჭერა ექნება, შესაბამისად, ყოფილ გენპროკურორს მთავარი ბრალმდებლის პოსტზე მეორედ მოსვლა გარანტირებული აქვს.