მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულს სასჯელის სახით 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. მორის მაჩალიკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა. მას ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებებში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.