დღეიდან თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი. ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.