30 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილს ბრალი წაუყენეს

ლევან ხაბეიშვილს ძველი თბილისის სამმართველოში ბრალი წაუყენეს. თბილისის საკრებულოს დეპუტატს გამოძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ედავება.

წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს ლევან ხაბეიშვილი.

გამოძიება თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსისი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ბრალი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას, ჩვენების საფუძველზე წარედგინა. 

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოსთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრებიც იმყოფებიან.

დღის ამბები