30 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
წულუკიანი ომბუდსმენს: ასეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგვიგზავნით, დახეული ჯინსებით ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში

სახალხო დამცველის კრიტიკას პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით, თეა წულუკიანი რეკომენდაციებით პასუხობს.

მინისტრის განცხადებით, სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ დადის და ანგარიშს იმ თანამშრომლებზე დაყრდნობით ამზადებს, რომლებიც ციხეებში "ვითომ მონიტორინგს" ატარებენ.

თეა წულუკიანმა ამის შესახებ  პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა და ციხის ერთ-ერთ საკანში გადაღებული ვიდეოც აჩვენა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ვიდეოზე ჩანს, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელი მონიტორინგის დროს პატიმარს ყავას ადუღებინებს, მის შოკოლადს ჭამს, ეწევა პატიმრის სიგარეტს და საკანში არსებული სველი წერტილით სარგებლობს.

"მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასობრივი შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც თქვენ ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასობრივი შემთხვევები. თუმცა, მე მაქვს პრეტენზია ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი იმისა, რომ თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი. ვიყოთ ობიექტურები და ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით, რომელსაც, სხვათაშორის, დახეული ჯინსი აცვია. ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არამცთუ ციხეში", - აცხადებს თეა წულუკიანი.

დღის ამბები