30 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
უკრაინული ავიაკომპანიის კუთვნილ "ბოინგ 737"-ის ბორტზე მყოფი 180-ივე მგზავრი გარდაიცვალა

უკრაინული ავიაკომპანიის კუთვნილ "ბოინგ 737"-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაიცვალა, BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განაცხადეს.

ბორტზე დაახლოებით 180 ადამიანი იმყოფებოდა, თვითმფრინავი თეირანის იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტიდან აფრინდა და მალევე ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის კიევის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, თუმცა გაჩენილი ხანძრის გამო სამუშაოს შესრულება ვერ ხერხდება.

დღის ამბები