30 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
"მინდა რუსეთში შესაძლო ექსტრადიციისგან თავი დავიცვა" - რუსი ჟურნალისტი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს

რუსი ჟურნალისტი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს. იური იზოტოვმა, რომელსაც კრემლი კიევის აქციების გამო 2016 წლიდან დევნის, ოფიციალურ თბილისს უკვე მიმართა.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი რუსეთის მთავრობის რეპრესიებზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ ამის საშუალება ექნება, საქართველოში პოლიტპატიმრების უფლებების დამცველ არასამთავრობოს გახსნის.

კრემლის მიერ დევნილი ჟურნალისტი წერს, რომ მას რუსეთში შესაძლო ექსტრადიციისგან თავის დაცვა სურს. იზოტოვი ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩემს მიმართ ჩატარდა დამატებითი გამოძიება, შეამოწმეს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ჩემი პოსტები, სადაც საუბარი იყო მოსკოვში, ზაფხულში ძალის გამოყენებით დარბეულ მიტინგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებით არ დასრულებულა, მშვენივრად მესმის, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გააყალბონ ჩემს შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და გამოაცხადონ დევნა,”-  წერს იური იზოტოვი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები