30 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებას - ნათია თურნავა

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს მინისტრთა კაბინეტის წევრები ეხმაურებიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოქალაქეების უფლებების დასაცავად.  

"საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებას, რა თქმა უნდა, ნეგატიურად ვაფასებთ ამას. თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ძალისხმევას სწევს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული მთელი საქართველოს ტერიტორიის მასშტაბით," - აცხადებს ნათია თურნავა. 

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი, სოფელ ქარძმანთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამაკავშირებელი ერთადერთი გადასასვლელის ჩაკეტვას 30 დეკემბერს გეგმავს. მარიონეტული რეჟიმის კონტროლირებადი მედიის ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტი 2020 წლის 4 იანვარს გაიხსნება. 

 

 

 

 

დღის ამბები