საქართველო 2026 წლის ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ კონგრესზე მიიღეს.
ფარიკაობის ფედერაცია შესაბამისი პრეზენტაციითა და ვიდეოკლიპით წარდგა, რის შემდეგაც კენჭისყრაში მონაწილე 144 ქვეყნიდან, საქართველოს კანდიდატურას მხარი 140 ქვეყნის წარმომადგენელმა დაუჭირა.