საოკუპაციო რეჟიმი დღეიდან იმ ერთადერთ გამშვებ პუნქტსაც ჩაკეტავს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებს.
საახალწლო დღეებში აღარ იმუშავებს ქარძმანი-პერევის გადასასვლელი. უკანონო გადაწყვეტილების მიზეზად, საოკუპაციო რეჟიმი უსაფრთხოებას ასახელებს.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. გადასასვლელი საღამოს 20:00 საათიდან 3 იანვრის 06.00 საათამდე ჩაიკეტება.