30 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
მაიკლ პომპეო ბელორუსს 2020 წლის იანვარში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

მაიკლ პომპეო მინსკში ჩავა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბელორუსს ოფიციალური ვიზიტით 2020 წლის იანვარში ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. გამოცემა "ფორინ პოლისი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოსკოვის გავლენის ქვეშ მყოფ ბოლო ქვეყანასთან ურთიერთობების დალაგებას გეგმავს.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ბელორუსი ევროპაში უკანასკნელი დიქტატორული ქვეყანაა, რომელმაც 2008 წელს შეერთებული შტატების ელჩი გააძევა. შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბელორუსში პირველად ჩავა.  

დღის ამბები