ფილიპინებს ტაიფუნი დაატყდა თავს. სტიქია "ფანფონს" უკვე 10-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
განადგურებულია რამდენიმე ათეული სახლი. 15 ათასმა ადამიანმა შობის ღამე დროებით თავშესაფარში გაატარა.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია რამდენიმე ათასი ადამიანი.