რუსეთში მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტი გაიტაცეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ავრცელებს.
მისივე განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებული რუსლან შავედინოვი მოსკოვში დააკავეს, სამხედრო სამსახურში ძალით გაიწვიეს და არქტიკაზე განთავსებულ ბაზაზე გადაიყვანეს. კრემლი კი აქტივისტს სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს.
რუსლან შავედინოვი ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის პროექტის მენეჯერად მუშაობდა. მას სამხედრო ბაზაზე ყოფნა 1 წლის განმავლობაში მოუწევს.