30 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
რუსეთის დუმაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობენ

რუსეთის დუმაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობენ. რუსი დეპუტატის დიმიტრი ნოვიკოვის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით "ნორმანდიულ ფორმატზე" საუბარი ხელოვნურად გამოგონილია.

დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პრობლემები მხოლოდ ორ ქვეყანას უკავშირდება, რუსეთ-უკრაინის შემთხვევაში კი განსხვავებული ვითარებაა, რადგან დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში რუსეთის ბევრი მოქალაქე ცხოვრობს.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სურს საქართველოს რუსეთთან "ნორმანდიის ფორმატის" ტიპის მოლაპარაკება ჰქონდეს.

დღის ამბები