30 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
დავით ქაცარავას მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა

გორის რაიონულ სასამართლოში, საზოგადოებრივი მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერის, დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი გაიმართა.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ აღკვეთი ღონისძიების ზომაზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი ძიების დასრულებამდე უპირობოდ დარჩეს თავისუფლებაში.

შეგახსენებთ, დავით ქაცარავას ბრალი 2 დღის წინ წარუდგინეს, სოფელ ბობნევში მომხდარი ჩხუბის გამო. ამ საქმეში ქაცარავა როგორც ბრალდებულად, ასევე დაზარალებულადაც არის ცნობილი. 

დღის ამბები