30 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
მხარეებს შორის უნდა გამოვლინდეს კეთილი ნება და კომპრომისის სურვილი - ელიზაბეთ რუდი​

საარჩევნო სისტემის ცვლილება - ოპოზიციასა და მთავრობას შორის მორიგი დიალოგი იანვარში გაიმართება, ორივე მხარე თანხმდება, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკური კეთილდღეობისთვის.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, ხელისუფლება და ოპოზიცია თანხმდება, რომ დიალოგის მაგიდას იანვარში დაუბრუნდებიან. მისი თქმით აუცილებელია, რომ მხარეებმა კომპრომისზე წასვლა ისწავლონ.

"ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი პარტია განიხილავენ პრობლემებს და გამოწვევებს. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ ახალი წინადადება წარადგინა მოლაპარაკებების მაგიდასთან. მხარეებმა განიხილეს შემოთავაზება, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თუმცა ყველა თანხმდება, რომ დიალოგს იანვარში გაგრძელდება, მხარეებს შორის უნდა გამოვლინდეს კეთილი ნება და კომპრომისის სურვილი", - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრის შემდეგ.

დღის ამბები