30 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
იანვრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ წინააღმდეგობის მოძრაობა და "ოცნებას" უნდა მოვუწყოთ განკითხვის დღე - გიორგი ვაშაძე

მმართველი გუნდის წინადადება, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას და პარლამენტის 150 მანდატიდან 100-ის პროპორციულზე და 50-ის კი მაჟორიტარულზე გადანაწილებას გულისხმობს ოპოზიციისთვის მიუღებელია.

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებას "ქართული ოცნება" არაადეკვატურად პასუხობს:

"100/50-ზე პრინციპულად არ ცვლის მიდგომებს საარჩევნო თვალსაზრისით, საზოგადოების მოთხოვნა არის პროპორციულად იყოს წარმოდგენილი ყველა ძალა პარლამენტში და არა ის ვიღაცამ ივაჭროს, ვის მეტი ადგილი ექნება და ვის ნაკლები, უმძიმეს ვითარებას არაადეკვატურად პასუხობს "ქართული ოცნება". ჩემი პოზიციაა,  იანვრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ  საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა და "ქართულ ოცნებას" უნდა მოვუწყოთ განკითხვის დღე,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 

დღის ამბები