30 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მანდატი - "ოცნების" შეთავაზება ოპოზიციას

პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, იმ წინადადებაზე ისაუბრა, რომელიც ოპოზიციას შეხვედრის მორიგ რაუნდზე შესთავაზა:

"რთული პროცესების შედეგად ქართული ოცნების გუნდმა შეძლო არსებულ ვითარებაში ოპტიმალური, კომპრომისული გადაწყვეტილების შეთავაზება და მიღება. პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-მდე გავზარდოთ პროპორციული წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს ნაცვლად 77-სა, ხოლო მაჟორიტარული წესით მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად იქნება 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მანდატი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიცია ხელისუფლების მიერ ზაფხულში გაცემული დაპირების შესრულებას და  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. ამ მიზნით წინა შეხვედრებზე ოპოზიციამ მმართველ გუნდს არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებაც შესთავაზა, თუმცა ხელისუფლებისგან უარი მიიღო იმ მოტივით, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

დღის ამბები