30 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
მავთულხლართებში გავიჭედე - ერეკლე კუხიანიძე 2 დღეა, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ცდილობს

ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფება. საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, ის უკვე მეორე დღეა ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდეს. კუხიანიძე აცხადებს, რომ სურს, წვლილი შეიტანოს ექიმი გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში:

"გუშინ ვცადე მე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ ვითომ რაღაც სხვა მიმართულებით გამიშვა და სადღაც ტყეში ვიბოდიალე და რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და ახლა არ მინდა რაღაც ცირკს დაემსგავსოს, მაგრამ გამოუვალი ის მაქვს და გახმოვანდება ჩემი სურვილი. მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის,"- განაცხადა კუხიანიძემ.

რამდენიმე დღის წინ ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის შეურაცხმყოფელი სტატუსი გამოაქვეყნა და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

დღის ამბები