30 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
პოლიტიკური ინტერპრეტაციების დრო არაა, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს - გერმანიის ელჩი მოზარდის გარდაცვალებაზე

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება და ტრაგიკული შემთხვევის გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

ჰუმბერტ ქნირშის განცხადებით, ფაქტზე გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა პოლიტიკური შეფასებიგან თავს იკავებს.

"ძალიან დამწუხრებული ვარ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო. სამძიმარს ვუცხადებ ამ ბიჭის ოჯახის წევრებს. ვფიქრობ, ახლა არ არის იმის დრო, რომ პოლიტიკური ინტერპრეტაციები ვაკეთოთ. ამ დღეებში ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახზე. ყველაფერ დანარჩენზე დისკუსია შესაძელებლია მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაწყნარდება, თუმცა ვფიქრობ, მომხდარში გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს," - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

დღის ამბები