30 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
​ერეკლე კუხიანიძეს "ქართული ოცნება" პარტიას დაატოვებინებს

ერეკლე კუხიანიძეს "ქართული ოცნება" პარტიიდან გარიცხავს, მაგრამ კუხიანიძე საკრებულოში დარჩება. გადაწყვეტილება უმრავლესობამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ერეკლე კუხიანიძის გადადგომას ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე გაკეთებული განცხადებების გამო ოპოზიცია ითხოვდა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობა მოიქცა ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი და გადაწყვიტეს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინონ.

ბექა დავითულიანის თქმით, ერეკლე კუხიანიძის საკრებულოს მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში მხოლოდ პირადი განცხადება შეიძლება იყოს.

"ჩვენ შევიკრიბებით დადგენილ ვადებში, პროცედურის მიხედვით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები, შესაბამისად დავაყენეთ შუამდგომლობა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ჩვენ მოვიქეცით ზუსტად ისე, როგორც ამას გვკარნახობდა კანონი და ფრაქციის შიდა წესდება და არა ისე, როგორც გვკარნახობდნენ ამას ჩვენი ოპონენტები.

საკრებულოს მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ პირადი განცხადება, იმიტომ, რომ სხვა იურიდიული მოტივი ამისი არ არსებობს. შესაბამისად ჩვენ ამას ვერაფრით ვერ ვაიძულებთ, თვითონ თუ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება," - აცხადებს ბექა დავითულიანი.

დღის ამბები