30 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ქუთაისში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აღარ აინთება

15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტის გამო ქუთაისის მერიამ საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებები შეცვალა. 21 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება . ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება"- ნათქვამია ქალაქის მერიის განცხადებაში.

მერიაში ნაძვის ხის ანთების თარიღს ჯერ ვერ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ საზეიმო ღონისძიება აღარ გაიმართება.

დღის ამბები