30 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი - ზალკალიანი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს მიუსამძიმრა და მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. დავით ზალკალიანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა:

"მე დარწმუნებული ვარ რომ შესაბამისი რეაგირება იქნება და რეაგირება უკვე დაწყებულია, შსს-მ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება იმ გამომძიებლებთან მიმართებაში, რომლებიც უშუალოდ აწარმოებდნენ ამ პროცესს, ასევე ჩართულია დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისი და დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები