30 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
"ამ ცხოვრების დედაც" - საპროტესტო წარწერები ზუგდიდში "ქართული ოცნების" ოფისთან

საპროტესტო წარწერები ზუგდიდში "ქართული ოცნების" ოფისთან და მაჟორიტარ მერაბ ქვარაიას ბიუროსთანაც დატოვეს. "ამ ცხოვრების დედაც"- ასეთი წარწერა წუხელ ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, სამხარეო და ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობების მიმდებარედ გაჩნდა.

"ამინ" - ასე კი მერაბ ქვარაიას ბიუროს აქტივისტებმა მას შემდეგ წააწერეს, რაც მაჟორიტარი სოციალურ ქსელში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა და საზოგადოებას მისი სულისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

დღის ამბები