30 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში შესასვლელად კიბე მიიტანა

ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს შენობაში შესასვლელად კიბის გამოყენება სცადა.

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს კიბის გამოყენება მას შემდეგ დასჭირდა, რაც საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისას დაცვამ შენობის გარეთ გაიყვანა და უკან დაბრუნების საშუალება არ მისცა. 

ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში შესვლას რამდენიმე საათის განმავლობაში, ყველა შესასვლელიდან ცდილობდა. უშედეგო მცდელობების შემდეგ მან კიბე მოიტანა, რათა ტაბიძის ქუჩის მხრიდან საკრებულოს შენობაში შეეღწია.

კიბის დანახვის შემდეგ საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ხაბეიშვილი შენობაში შეუშვეს. მას კიბის გამოყენება არ დასჭირდა.

დღის ამბები