30 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს

პაკისტანის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. პერვეზ მუშარაფს ბრალი ქვეყნის ღალატში ედება. გენერალი მუშარაფი ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა.

2007 წელს მან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებით მას ხელისუფლებაში დარჩენის იმედი ჰქონდა.

ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2013 წელს აღიძრა. 76 წლის მუშარაფი დუბაიში იმყოფება. მას ქვეყნის დატოვების უფლება 2016 წელს მისცეს.

დღის ამბები