30 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - დაკავებულია 2 პირი 

ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების, 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, დაკავებულია 2 პირი.

ამოღებული საქონლის საერთო ღირებულება 290 000 ლარს აღემატება. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

"საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით," - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ქეთევან თეთრაულმა.

დღის ამბები