30 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" IRI-ს წარმომადგენლებს და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდებიან

მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატების ფრაქცია, IRI-ს წარმომადგენლებს და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდება.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი მათი სამუშაო გეგმის გაცნობაა.

მისივე თქმით, საუბარი იქნება ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე.

"შეხვედრის მიზანია ფრაქციის მიზნების გაცნობა და ჩვენი ხედვა, რომ შეიქმნას კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმა საპარლამენტო სივრცეში და მოხდეს დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის ყველა იმ ინსტრუმენტის სრულად გამოყენება, რომელსაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სთავაზობს,"  - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დღის ამბები