30 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ივანიშვილი ადრე სხვა ლიდერებში მეტ საფრთხეს ხედავდა და მათზე დახარჯა რესურსი - გოგა ბოკერია 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შერჩევით სამართალში ადანაშაულებს.

ბოკერიას თქმით, "აგონიაში მყოფი" "ქართული ოცნება" პროტესტის ტალღის დაცხრობას ამგვარად ცდილობს.

"ეს ხომ თავიდანვე ივანიშვილის დეკლარირებული ამბავი იყო.  ვისაც ჩავთვლი, რომ ჩემთვის პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკურად, ისინი უნდა ვდევნო, თუ ჩემკენ გამოხვალთ, არა. კანონის უზენაესობა რომ შუაში არ არის, მან ეს საჯაროდ თქვა. მაშინ სხვა პოლიტიკური ლიდერები იყვნენ უფრო პრიორიტეტული, იმათში მეტ საფრთხეს ხედავდა და იმაზე დახარჯა რესურსი, ახლა ისეთ აგონიაშია, რომ ჩემს პერსონაშიც არაა საქმე, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი. ის ფაზა, რომელშიც არის ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები, რომ არის აგონია და ამ აგონიაში აქვს ილუზია, რომ ამ გზებით ჩააცხრობს იმ უკმაყოფილებას, რბილად რომ ვთქვათ, რომელიც გამოიწვია მისი დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი  გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ბოკერიამ  პროკურატურაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა და მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები