30 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს, როგორც ჰაერი ისე სჭირდება - ნათია თურნავა

"ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს, როგორც ჰაერი ისე სჭირდება," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პროექტი პრიორიტეტული და სტრატეგიულია. როგორც თურნავა აცხადებს, დატვირთვა იმდენად გაიზარდა, რომ მოქმედ პორტებში თავისუფალი ადგილი არ არის, ამიტომ ანაკლიის პორტის დროულად აშენება  ამ სიტუაციას ძალიან დაეხმარებოდა.

"მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად რამდენიმე დღეა დარჩენილი ინვესტორის დედლაინის ამოწურვამდე. დავაცადოთ, ეს ფორმალური დედლაინი დადგეს, შემდეგ რა თქმა უნდა, სამთავრობო გუნდი შევიკრიბებით და ვნახავთ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს.

ანაკლიის პროექტი დაგვიანდა, 2017 წლიდან ინვესტორის მოთხოვნით ვადების გადავადება ხდება. ტენდერის თავდაპირველი ვადებით, მომავალი წლიდან უნდა გვქონოდა ღრმაწყლოვანი პორტი, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა", - აცხადებს თურნავა.

"პორტების განვითარება რჩება ჩვენს პრიორიტეტად, ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად. იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საინვესტიციო ჯგუფმა ვერ შეძლო თავისი ვალდებულებების შესრულება, საქართველო აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პროექტს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

დღის ამბები