30 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
განვაგრძობთ დიპლომატიურ ზეწოლას, რათა გამოვნახოთ საუკეთესო გამოსავალი - ჰარცელი ვაჟა გაფრინდაშვილზე

ევროკავშირის ელჩი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ ყველა ძალისხმევას შედეგი მალე ექნება.

ელჩის თქმით, ევროკავშირი აღნიშნულ საქმეს ყურადღებით აკვირდება და ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისყფლებლად სხვადასხვა შესაძლებლობას იყენებს.

"ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება. ვიყენებთ სხვადასხვა შესაძლებლობას, რათა ვიპოვოთ გამოსავალი ამ არალეგალური დაკავებიდან. იყო ჟენევის დისკუსიის ფარგლებში განხილვა. ჩვენი მხრიდან განვაგრძობთ მაქსიმალურად დიპლომატიურ ზეწოლას, რათა გამოვნახოთ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები