30 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო იმსჯელებს

გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძების შეფარდებაზე სასამართლო ერთ საათში დაიწყებს მსჯელობას.

თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირების გამო უგულავას სამართალდამცავები ძალადობაში ადანაშაულებენ.

გიგი უგულავასთვის ბრალის წარდგენას, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ოპოზიციის ლიდერების დევნად აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები.

"გუშინ ბიძინა ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთო ტერორს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, რომ ქუჩაშიც დაგხვდებით, აეროპორტებშიც მოგაკითხავთ და ფიზიკურად გაგისწორდებით, ეს იყო ძირითადად ნათქვამი. ეს ყველაფერი ნანახი და გამოცდილი გვაქვს, თუმცა ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა. 

"არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ასეთი სისწრაფე მიუთითებს წნეხზე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ფარცხალაძის შემთხვევაში გჭირდება რამდენიმე კვირა, იმიტომ რომ შენიანია, ასეთ სიტუაციაში კი მეორე დღესვე მოქმედებ და მიდიხარ უგულავასთან სახლში ბრალის წარსადგენად, გვჭირდება მეტი მტკიცებულებების ცოდნა,"- აცხადებს ანა დოლიძე. 

"ნაკლებ დამაჯერებელია, რომ უგულავამ ცნობილ ძიუდოისტს სცემა, მაგრამ პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, უკანონო დავალებების შესრულებისას აბსურდულად იქცევიან,"- აცხადებს მოძრაობა ლელოს" ერთერთი ლიდერი, კახა კოჟორიძე.

საქმეში დაზარალებული ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილია, ის ამტკიცებს რომ გიგი უგულავამ სცემა. პოლიცია ოპოზიციის ლიდერთან სახლში გვიან ღამით მივიდა და ბრალი წაუყენა.

უგულავა მის წინააღმდეგ აღძრული საქმის უკან ბიძინა ივანიშვილს ხედავს და ამბობს, რომ ეს არის შურისძიება. "ევროპული საქართველოს" წევრები გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი ლარნაკაში მიემგზავრებოდნენ, მათი განმარტებით, აეროპორტში 2 უცნობი მამაკაცი დაესხა თავს.

ფიზიკური დაპირისპირების გამო რეისიდან ინციდენტში მონაწილე ყველა პირი მოხსნეს.

დღის ამბები