30 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს.

კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცედურა ოპოზიციის პროტესტის ფონზე მოუწია.

იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 7 ხმა, მირანდა ერემაძე - 6 ხმა, მამუკა ვასაძე - 7 ხმა, მაია ვაჩაძე - 7 ხმა, თამარ ზამბახიძე - 8 ხმა, შალვა თადუმაძე - 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 7 ხმა, ნინო ქადაგიძე - 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 6 ხმა.

კომიტეტმა ჩააგდო და რეკომენდაცია არ გაუწია უვადო მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს: თამარ ალანია - 1 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 1 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 1 ხმა, ზაზა თავაძე - 0 ხმა, შოთა გეწაძე - 1, პაატა სილაგაძე - 2 ხმა.

დღის ამბები