რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა. პირველი დიპლომატი დონალდ ტრამპსაც შეხვდა, რომელიც მან 9 მაისს მოსკოვში მიიწვია, თუმცა მხარეებს შორის საკმაოდ მკაცრი საუბარი შედგა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, რომ ამერიკის მომავალ არჩევნებში არ ჩაერიოს და უკრაინასთან კონფლიქტი მოაგვაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ შტატებში შესაბამის ზომებს მიიღებენ.
"ლავროვთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია," - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
მაიკ პომპეოს განმარტებით, მოსკოვმა და სეპარატისტებმა მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი ვერ დასრულდება.