30 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
პრეზიდენტის განმარტება მე ასე გავიგე, რომ ჩვენი მთავარი იარაღი განათლებაა - ვოლსკი ზურაბიშვილის განცხადებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჯართან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.  

ვოლსკის თქმით,  ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ჯარი საერთაშორისო სტანდატისაა და ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, სალომე ზურაბიშვილი კი გულისხმობდა იმას, რომ ქვეყნის მთავარი იარაღი განათლება და კულტურა უნდა იყოს და არა ომი.

"ჩვენი ჯარი არის ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში და საერთაშორისო სტანდარტის, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განმარტება მე ასე გავიგე, რომ ჩვენი მთავარი იარაღი განათლება, კულტურა და პრიორიტეტია და არა ომი, არამედ განვითარება განათლების ხაზით,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი".

დღის ამბები