30 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ტყუილად ნუ ამართლებთ, რომ ამ ქალმა ენა არ იცის, ან გიჟად არის - სააკაშვილი ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ჯართან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებას მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია, არამედ შეგნებულად გაკეთებულია და მიზნად ისახავს ქართული ჯარის და შეირაღების დაკნინებას:

"გაყალბებული არჩევნების შედეგად ივანიშვილის მიერ თავსმოხვეულმა თოჯინამ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება
და თქვა, რომ საქართველოს არ აქვს არც ჯარი და არც იარაღი. ტყუილად ნუ ამართლებთ, ჯერ კიდევ დარჩენილი მხარდამჭერები იმით, რომ ამ ქალმა ენა არ იცის ან გიჟად არის უბრალოდ და არაფერ შუაშია პოლიტიკა. ეს არის აბსოლუტურად პირდაპირი გამოხატულება რაც უნდა ივანიშვილს და რაც უნდა რუსეთს.

ეს არის გამოხატულება შურისძიებისა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს ჯარებზე,  რომლებმაც ჩამოაგდეს ცამეტი თუ თოთხმეტი საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების, რაც ავღანეთის ომის შემდეგ არ გაუკეთებია არავის.ეს არის შურისძიება იმ ჯარზე, რომელმაც დაჭრა, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის არმიის მეთაური, გენერალი ხრულოვი. ეს არის შურისძიება იმ ხალხზე, რომელმაც ხელი აღმართა მტერზე, რომელიც შეჩვეულია ყველგან წინააღმდეგობის გარეშე შესვლას.  ეს არის შურისძიება იმ ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც უკრაინაში იცავენ ჩვენ ქვეყანას და საქართველოს სახელს.
ეს არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროსი და ასევე ასობით ათასი ვეტერანის საქართველოს შეიარაღებული ძალების.
ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების.

ამის გარდა, ეს არის შეგნებული პოლიტიკის გამოხატულება, თქმა რომ არ არის იარაღი. რას ნიშნავს არა გვაქვს იარაღი ?! საქართველო აწარმოებდა საწარმო DELTA-ში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო იარაღს თავის კატეგორიაში. ყველაზე წინ წასულ ელექტრონული ცეცხლის მართვის ავტომატიზირებულ სისტემას ლაზიკას, საუკეთესო ჯავშანტრანსპორტიორ დიდგორს, პირველად მსოფლიოში უხმო ყუმბარმტყორცნს, ასევე ჩვენ ბოლოს ვაწარმოებდით ფრთოსან რაკეტებს, რაც ხელზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს აქვთ მსოფლიოში. საქართველოს იარაღი აქვს და საქართველოს შეუძლია აწარმოოს იარაღი.

მე მინდა შეგახსენოთ,რომ ეს ის ზურაბიშვილია, რომლის პატრონმა ამას წინად აფრინა ჰააგაში მინისტრი წულუკიანი ერთადერთი თხოვნით, რომ დააჩქაროს ქართველი სამხედროების გადაცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში საერთაშორისო სასამართლომ, იმ ყალბი მასალების საფუძველზე, რომელიც გადასცა ივანიშვილის დავალებით სუსმა და წულუკიანის უწყებამ. ეს ხალხი არის საქართველოს შეგნებული მტერი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები