30 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
თავდაცვის სფეროში გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოს სახით - ჰარცელი ზურაბიშვილის განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა. კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირს საქართველოს სახით თავდაცვის სფეროში ძლიერი პარტნიორი ჰყავს.

"არ ვიცი ამ განცხადებაში ზუსტად რა იგულისხმა, თუმცა განათლების ნაწილში ვეთანხმები, მგონია, რომ განათლება ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში ისინი მისიებში მონაწილეობდნენ, რის გამოც ძალიან მადლიერები ვართ, იგივე შეიძლება ითქვას NATO-ზეც. ქართველი სამხედროები ავღანეთში ძალიან ეფექტურად მუშაობენ, ასე რომ თავდაცვის სფეროში გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოს სახით," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი".

დღის ამბები