30 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
ირაკლი სესიაშვილი სალომე ზურაბიშვილს განცხადებების გაკეთებისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ჯართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც აკრიტიკებს.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ჯართან დაკავშირებით განცხადებები მეტი სიფრთხილით უნდა კეთდებოდეს.

"ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ კონტექსტი იყო განათლებასა და კულტურასთან შედარება, რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილით უნდა კეთდებოდს და  ყოველთვის უნდა დავიცვათ ის ემოციები, რაც  ჩვენს ღირსეულ ჯარისკაცებს უკავშირდება," - განაცხადა სესიაშვილმა.

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი".

დღის ამბები